სინოპტიკოსები მომდევნო ორი დღის განმავლობაში საქართველოში მაღალ ტემპერატურას პროგნოზირებენ. სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასები გამო, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ტემპერატურა 30-32 გრადუსი იქნება, ხოლო მაღამთიან რაიონებში 35 - 37 გრადუსს მიაღწევს.
მაღალი ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში ხვალ დღის 2 საათამდე შენარჩუნდება. ხოლო 5 ივლისიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩრდილო დასავლეთიდან მოქმედი შედარებით გრილი და ნოტიო ქარების მასები იმოქმედენებს და ჰაერის ტემპერატურა განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში მკვეთრად დაიკლებს. ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მაღალი ტემპერატურის დროს რეკომენდაციებს სთავაზობს: შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე, თავი აარიდეთ სიცხეს, მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის და ტკბილი სასმელებისა.
ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი და მზისგან დამცავი სათვალე. ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურის გამო, გამოძახებების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, მზისგან დამწვრობით მედიკოსებს 7 მა მოქალაქემ მიმართა.