საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 2017-2018 წლების პროგრამული პრიორიტეტების პროექტის განხილვა იწყება. მრჩეველთა საბჭოს წევრები დღეს პირველ საჯარო შეხვედრას ახალგაზრდებთან გამართავენ, ხვალ კი დოკუმენტს ხულოში განიხილავენ.
დისკუსიები ფოკუს ჯგუფებთან მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, არხისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრის და რეკომენდაციების მოსმენა. მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების პროექტი უკვე შემუშავებულია და ტელევიზიის ვებ-გვერდზეა განთავსებული. მრჩეველთა საბჭოში აცხადებენ, რომ დოკუმენტის მთავარ მიმართულებებად საინფორმაციო, საგამოძიებო ჟურნალისტიკა, შემეცნებითი, საბავშვო და გასართობი გადაცემები განისაზღვრა.