ბათუმის “დინამო” დღეს პოლონეთის “იაგელონიას” შეხვდება. თამაში ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, 20:00 საათზე დაიწყება.
ბათუმში ევროპის მოედანზე ბათუმის “დინამოს” გულშემატკივრები შეიკრიბნენ.
უეფას „ევროპა ლიგის“ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი რანგით მეორე ტურნირია. თამაშის უფლება ბათუმის “დინამომ” გასული წლის დეკემბერში მოიპოვა. საკლუბო ტურნირი ორმატჩიანია, საპასუხო შეხვედრას დინამო 6 ივლისს, პოლონეთში გამართავს.