ბათუმში, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ეჭვმიტანილი მძღოლი დაკავებულია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების განცხადებით, დაკავებული განყოფილებაშია გადაყვანილი.
დღეს დილით ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევას 9 წლის მოზარდი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბავშვს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა და ის ადგილზევე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტომობილის ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.