მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე. საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტომობილი 9 წლის ბიჭს დაეჯახა. მედიკოსთა ბრიგადას მოზარდი შემთხვევის ადგილას გარდაცვლილი დახვდა.
ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი მინდია კახიძე ამბობს, რომ ცხედარი პროზექტურაში გადაიტანეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.