მოპედების მძღოლები დაჯარიმდებიან

26 ივნისი 2017, 20:00 931 ნახვა

 ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მოპედის მართვა ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდება. შესაბამისი ცვლილება “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის. საკანონმდებლო პაკეტი  პარლამენტში უკვე  ინიცირებულია.

კანონში დადგენილი ცვლილებებით, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფ მოპედის  მძღოლს 150 ლარით დააჯარიმებენ. 300 ლარით დაჯარიმდება მძღოლი, თუ ის მოპედს ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართავს, ან თუ ასეთი სიმთვრალის შემოწმებაზე უარს იტყვის.  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ პაკეტს  პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი