დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრის აუდიოჩანაწერის დაბლოკვასთან დაკავშირებით, საპატრიარქო კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.
„დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის საპატრიარქოში შეხვედრის სრული აუდიოჩანაწერი 25 ივნისს დაიბლოკა პორტალ იუთუბიში. გაირკვა, რომ ჩანაწერი აზერბაიჯანში არსებული მულტიმედიური კომპანიის მოთხოვნით დაიბლოკა. ამის მიზეზად სახელდება ის გარემოება, თითქოსდა, საქართველოს საპატრიარქომ საავტორო უფლება დაარღვია. ჩვენს მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში განმარტებულია, რომ საავტორო უფლება საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის. ამჟამად ჩანაწერის მოსმენა კვლავ შესაძლებელია ჩვენს საიტზე” - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ილია მეორისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრის აუდიომასალა, 23 ივნისს გასაჯაროვდ