დაბა ხულოში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ცენტრალური კიბის საფეხურები მოწესრიგდება, დაგეგმილია დაზიანებული სანიაღვრე არხების მოწყობა, მოაჯირების და პარაპეტების შეღებვა, საბავშვო ატრაქციონების რეაბილიტაცია და ფერდსამაგრი სამუშაოები. ხულოს ცენტრში მიმდინარე წელს 9 ინფრასტრქტურული პროექტი განხორციელდება. კეთილმოწყობითი სამუშაოებისთვის ხულოს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 80 ათასი ლარი დაიხარჯება.