საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში სკოლებს შორის დღეს დასრულდა

20 ივნისი 2017, 20:00 1031 ნახვა

   საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში სკოლებს შორის დღეს დასრულდა. მასში, ქვეყნის მასშტაბით, 160 სკოლიდან 10 000 ბავშვი  მონაწილეობდა. ჩემპიონატი მაისში დაიწყო, მატჩები კი  ყველა რეგიონში ჩატარდა. ფინალში, საპრიზო ადგილებისთვის 16 გუნდი იბრძოდა. ბოლო ეტაპის დაწყებამდე, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ერთკვირიანი შეკრება კვარიათში გაიარეს.

ფინალური მატჩი ბათუმში, „რაგბი-არენაზე“ გაიმართა. ერთმანეთს ფოთის 4-ე და თბილისის 10-ე სკოლები დაუპირისპირდნენ. თბილისის გუნდი პირველ ადგილზე გავიდა. გამარჯვებულებს თასები, მედლები და პრიზები გადაეცათ. საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში სკოლებს შორის, რომელიც 10 წელზე მეტია იმართება, 2018 წლიდან საერთაშორისო ტურნირის სახეს მიიღებს.

1. ლევან კობიაშვილი | საქართველოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი
2. ირაკლი თორთლაძე | აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი
3. კონსტანტინე დიმიტრიშვილი | მე-10 სკოლის მვწრთნელი
4. ზურა კოტრიკაძე | მე-10 სკოლის ფეხბურთელი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი