დაკავება სარფის საბაჟოზე

18 ივნისი 2017, 20:00 1033 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან თანამშრომლობით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.
   ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო - გამშვები პუნქტი ,,სარფი“- ს გავლით, გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო წესების დარღვევით  დეკლარირებას დაქვემდებარებული, დიდი ოდენობით, 333 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გადმოიტანა, რომელთა საბაჟო ღირებულებამ 24 197 ლარი შეადგინა. 

  საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთას 3 - დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი