მიკროავტობუსის 48 წლის მძღოლი, რომელიც ლონდონში მეჩეთიდან გამოსულ მუსლიმებს დაეჯახა, დაკავებულია

18 ივნისი 2017, 20:00 941 ნახვა

მიკროავტობუსის 48 წლის მძღოლი, რომელიც ლონდონში მეჩეთიდან გამოსულ მუსლიმებს დაეჯახა, დაკავებულია.  პოლიციას სხვა ეჭვმიტანილები არ ჰყავს - აცხადებენ სკოტლანდ-იარდში. მანამდე თვითმხილვლებმა განაცხადეს, რომ მიკროავტობუსში სამი მამაკაცი იჯდა.  

ინციდენტი  შუაღამით სევენ სისტერსის ქუჩაზე მოხდა.  მუსლიმები ღამის ლოცვიდან სახლებში ბრუნდებოდნენ. ერთ-ერთმა მამაკაცმა გონება დაკარგა. მის ირგვლივ ხალხი შეიკრიბა და სწორედ ამ მომენტში შეკრებილებს დიდი სიჩქარით მოძრავი მიკროავტობუსი დაეჯახა. ინციდენტის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 10 ადამიანი.  პრემიერ-მინისტრი  ტერეზა მეი მომხდარს შესაძლო ტერაქტად განიხილავს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი