ვენეციის კომისიის დასკვნა დღეს გამოქვეყნდება

18 ივნისი 2017, 20:00 642 ნახვა

ვენეციის კომისია, საქართველოს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით, რეკომენდაციებს დღეს გამოაქვეყნებს. არსებული ინფორმაციით, კომისიამ საქართველოში კონსტიტუციის ცვლილებების პროცესი დადებითად შეაფასა, თუმცა, ხელისუფლებას მოუწოდა, გადახედოს პარლამენტის ფორმირების წესებს, რათა საკანონმდებლო ორგანოში პლურალური გარემო იყოს.

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ პარლამენტის ყველა წევრის პროპორციული სისტემით არჩევა მისასალმებელია, ვინაიდან, არსებული შერეული სისტემა მმართველ პარტიებს პარლამენტში სრულ უმრავლესობას აძლევდა. ვენეციის კომისიამ კონსტიტუციური ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები 16 ივნისს, პლენარული სესიის ფარგლებში მიიღო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი