აჭარის უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია დასრულდა. ბოლო პლენარული სხდომა რეგიონის წარმომადგენლობით ორგანოში ხმაურისა და კამათის ფონზე მიმდინარეობდა. დღის წესრიგით გათვალისიწინებული საკითხების განხილვამდე დეპუტატები ერთმანეთს პოლიტიკური განცხადებებით დაუპირისპირდნენ, საკითხების განხილვისას კი ცვლილებებთან დაკავშირებული პოზიციებით.
ნაციონალური მოძრაობის წევრების პროტესტი “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ კანონში “ დაგეგმილი ცვლიელებების იმ ნორმამ გამოიწვია, რომლითაც აჭარის მთავრობა ინვესტიციების შესახებ უმაღლესი საბჭოს დეპუტატების ინფორმირების ვალდებულების მოხსნას ითხოვს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საკანონომდებლო მოტხოვნა უნდა შენარჩუნდეს, უმრავლესობის წევრები კი პირიქით, ფიქრობენ, რომ აღნიშნული ჩანაწერი კანონში ხარვეზია და უნდა შესწორდეს. რეგიონის პირველი კანონმდებელი განმარტყებით მათ ინვესტიციების განხორციელებაში ჩარევის უფლება არ აქვთ და იგი მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივაა.