ზაზა ფაჩულია NBA-ს გამარჯვებულია

12 ივნისი 2017, 20:00 790 ნახვა

ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.   ზაზა ფაჩულია, ”გოლდენ სთეითის” გამარჯვების შემდეგ, მის მიერვე გადაღებულ ვიდეოში აღნიშნავს, რომ სეზონი ძალიან რთული იყო და შესაბამისად, ფინალში გამარჯვებაც რთული აღმოჩნდა.

ზაზა ფაჩულია ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016/17 წლების ლიგის ჩემპიონია. ის პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდა.

ამავე კატეგორიაში