“ნაციონალური მოძრაობა” სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს მიმართავს. რეზო ხარაზის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ბობოყვათიდან გადასარგავად გამზადებულ ხეებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი იცავს, რის გამოც მისივე მტკიცებით, ტროტუარზე გადაადგილების საშუალება არ მიეცა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ სახელმწიფო სამსახურები ყოფილი პრემიერის ხეების გადაზიდვის პროცესში არიან ჩართული. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საიტზე მითითებულ ნომრებზე ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.