ბათუმის საქალაქო სასამართლო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების: ელგუჯა ბაგრატიონისა და რეზო ხარაზის საქმეზე დღეს გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. სასამართლო პროცესი 16:00 საათზეა ჩანიშნული. 6 ივნისს, კომპანია ,,ზიმო-მ’ ჩაქვიდან დენდროლოგიურ პარკში ასწლოვანი ხე გადაიტანა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც სწორედ მაშინ დააკავეს. როგორც ცნობილია, ისინი სამუშაოების წარმოების სანებართვო დოკუმენტაციას ითხოვდნენ. სამართალდამცველებმა ისინი პოლიცის მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. საქმე ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით აღიძრა. ნაციონალური მოძრაობის წევრის, მირდატ ქამადაძის განცხადებით საქმის წინასწარი კვლევის მიხედვით არ იკვეთება ელგუჯა ბაგრატიონის და რევაზ ხარაზის ბრალეულობა, მისი განცხადებით სასამართლომ ორივე მათგანთან დაკავშირებით გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს.