''მე ჩემი ქვეყნის მეგზური ვარ’’ – ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე ახორციელებს. პროექტში საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ.
რომლებმაც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტურისტულ ობიექტებსა და ღირსშესანიშნაობებზე სარეკლამო ვიდეო-რგოლები მოამზადეს. ამჯერად ვიდეო მასალა, ბათუმელ მოსწავლეებს, პროექტში მონაწილე თბილისის, გორის, ხონის, ონის, წალენჯიხისა და ოზურგეთის სკოლის მოსწავლეებმა გააცნეს.