რუსთაველის თეატრის სპექტაკლი ხულოში – წარმოდგენა ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოეწყობა.
“სტუმარი” - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის რეჟისორი ვალერიან გორგოშაძეა და მასში გოგა ბარბაქაძე, მანანა აბრამიშვილი, ბაჩო ჩაჩიბაია და ბაჩო ლეჟავა მონაწილეობენ. ხულოში თეატრალური კვირეული ხვალ ადგილობრივი დასის სპექტაკლით დასრულდება.