მინი - ფეხბურთში კერძო და საჯარო ორგანიზაციებს შორის ტურნირი დაიწყო. შეჯიბრებაში 10 გუნდი მონაწილეობს. პირველი შეხვედრა აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს და ერთ-ერთ კერძო კომპანიის გუნდებს შორის გაიმართა.
ტურნირი ერთი თვე გაგრძელდება. გამარჯვებულები სიგელებით, თასებითა და სხვადასხვა ჯილდოთი დასაჩუქრდებიან. ტურნირი მინი - ფეხბურთში ბათუმის ბათუმის სპორტული ცენტრისა და აჭარის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.