ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად გუშინ გაიხსნა. ღონისძიებები გვიან ღამემდე გაგრძელდა. კოცონი და ჩირაღდნებით განათებული ბილიკები, ელექტრონული მუსიკა და ფლაერშოუ-“ზაფხული იწყება აქ”-ასეთია ღონისძიებების სლოგანი.
სეზონის გახსნაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახალ სასტუმრო კომპლექსებზე და ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრა.