პარლამენტის წევრი კობა ნაყოფია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მის შესაძლო დანიშვნას კატეგორიულად უარყოფს

08 ივნისი 2017, 20:00 891 ნახვა

პარლამენტის წევრი კობა ნაყოფია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მის შესაძლო დანიშვნას კატეგორიულად უარყოფს. როგორც ნაყოფიამ აღნიშნა, მას მსგავსი შეთავაზება არ მიუღია და აღნიშნულ პოზიციაზე წასვლას არ აპირებს.  „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ თანამდებობა დატოვა.   მიზეზად მან არხზე არსებული ფინანსური პრობლემები დაასახელა. გვარამიამ ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან გადადგომის თაობაზე გადაწყვეტილება თანამშრომლებს საგანგებო თათბირზე გააცნო. გავრცელებული ინფორმაციით, მის შემცვლელად სწორედ ნაყოფია სახელდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი