შუახევის კულტურის ცენტრში ფოლკლორის განყოფილება გაუქმდა

07 ივნისი 2017, 20:00 691 ნახვა

შუახევის კულტურის ცენტრში ფოლკლორის განყოფილება გაუქმდა. მიზეზად კულტურის ცენტრის დირექტორმა  შესაბამისი კადრების არარსებობა დაასახელა. მაკა მაკარაძემ განაცხადა, რომ მცდელობის მიუხედავად შესაბამისი კანდიდატი, ვინც ფოლკლორის განყოფილების უფროსის პოზიციას დაიკავებდა, ვერ მოიძებნა. ამ გადაწყვეტილებას ნეგატიურად აფასებს  აღნიშნული განყოფილების უკვე ყოფილი ხელმძღვანელი. ლოლიტა სურმანიძე მიიჩნევს, რომ ეს  ანსამბლების განვითარებას ხელს შეუშლის. 

ამავე კატეგორიაში