პატივისა და ღირსების შელახვისთვის დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები სასამართლოს მიმართავენ

07 ივნისი 2017, 20:00 836 ნახვა

დეკანოზ გიორგი მამალაძისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ პატრიარქი მის ოჯახს ადვოკატებთან ერთად შეხვდეს, - ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, დეკანოზთან შეხვედრაზე საუბარი როგორც ხვალინდელ პროცესს, ასევე მისი ოჯახის პატრიარქთან შეხვედრის თემას შეეხო.
გარდა ამისა ადვიკატი აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახალხო დამცველისგან სრული მხარდაჭერა აქვს, - გიორგი ფანცულაიას  თქმით სახალხო დამცველი დეკანოზს რამდენიმე დღის წინ შეხვდა და განუცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს რათა ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვებს დაესწროს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი