დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ადვოკატები შევიდნენ

07 ივნისი 2017, 20:00 1047 ნახვა

იმედს ვიტოვებთ, რომ ხვალინდელ პროცესზე აღარ იქნება ისეთი შემთხვევა, რომ სახალხო დამცველს შეეზღუდოს ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებულ პროცესზე დასწრების უფლება, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი შეფასებით, წინა პროცესზე ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, როცა სახალხო დამცველი სხდომაზე არ დაუშვეს. 

„რა ინფორმაციაც მაქვს, სახალხო დამცველმა უკვე მიმართა წერილობითი შუამდგომლობით სასამართლოს იმის თაობაზე, რომ მას ყველა სამართლებრივი ნორმით აქვს უფლება დაესწროს სასამართლოს პროცესებს. იმედი მაქვს, ამ მიმართვას სამართლებრივად სწორად გაანალიზებს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი და მიიღებს სწორ და კანონიერ გადაწყვეტილებას. იმედია, არ იქნება ისეთი შემთხვევა, რომ სახალხო დამცველსაც შეეზღუდება პროცესზე დასწრების უფლება”, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ. 

ადვოკატის თქმით, კვლავ ძალაში რჩება დაცვის მხარის მოთხოვნა სასმართლო განხილვების გახსნასთან დაკავშირებით და ისინი იშუამდგომლებენ, რომ სასამართლო პროცესი გაიხსნას.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი