ხვალ, დილის 6-დან 8 საათამდე ბათუმში ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ჯავახიშვილის, აბუსერიძის, გრიბოედოვის, პუშკინის, ლერმონტოვის, რუსთაველის, გორგასლის, გორგილაძის, ფარნავაზ მეფის, ოძელაშვილისა და კომახიძის ქუჩებს. 14-დან 19 საათამდე, ხახუტაიშვილის, კლდიაშვილისა და ინასარიძის ქუჩებს. 10-დან 19 საათამდე ორთაბათუმის, ყოროლის თავის, აგარასა და კაპრეშუმის აბონენტებს.
ქობულეთში, 17 საათიდან 20 საათამდე რუსთაველისა და აღმაშენებლის ქუჩებს, დილის 9-დან 18 საათამდე კი სოფლებს აჭყვასა და ხუცუბანს.
10-დან 19 საათამდე შეზღუდვები იქნება გონიოსა და კვარიათშიც. ელექტროენერგიის მიწოდება ასევე შეუწყდებათ დილის 8-დან 18 საათამდე მირვეთსა და კიბეს. მაღალმთიან აჭარაში დილის 8-დან 19 საათამდე შუქი გაეთიშებათ კორომხეთისა და ძენწაურის აბონენტებს. დილის 10-დან 18-მდე აგარასა და ქედლებს.