ჩრდილოეთ კორეამ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები გამოსცადა. ინფორმაციას ოფიციალური სეული ავრცელებს. რამდენიმე ამოუცნობმა რეაქტიულმა აპარატმა 200 კილომეტრამდე მანძილი დაფარა და იაპონიის ზღვაში ჩავარდა.
სამხრეთ კორეული შეიარაღებული ძალების ცნობით, რაკეტები ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთ სანაპიროდან გაუშვეს. ,,სიენენის" ცნობით, მოკლე რადიუსზე მოქმედი რაკეტები სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენდა. სამხრეთ კორეელი სამხედროები მიიჩნევენ, რომ ფხენიანმა ამ გზით მსხვილი სამხედრო ხომალდების მიმართულებით რაკეტების სიზუსტით გაშვების შესაძლებლობა აჩვენა.