საზღვაო ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად ხვალ გაიხსენება. დაგეგმილია გასართობი ღონისძიებები, მათ შორის ადგილობრივი ბენდების კონცერტები. ცნობილია, რომ რამდენიმე ბენდი ღონისძიებაში პროტესტის ნიშნად არ მონაწილეობს. ისინი ადგილობრივი და მოწვეული მუსიკოსებისადმი არათანაბარ დამოკიდებულებაზე საუბრობენ. მიუხედავად მუსიკოსების ნაწილის ერთიანი პოზიციისა, დაგეგმილ ღონისძიებებში ჩაერთვებიან სხვა მუსიკალური ჯგუფები. ორგანიზატორები არ აპირებენ გადახედონ საკუთად გადაწყვეტილებებს ბენდებისადმი ანაზღაურების გადანაწილებასთან დაკავშირებით.