საქართვლოში გუშინ საღამოს მიწისძვრა მოხდა

07 ივნისი 2017, 20:00 1832 ნახვა

საქართვლოში გუშინ საღამოს მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,1 მაგნიტუდა შეადგინა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტი დედოფლისწყაროდან დასავლეთით - 25კმ-ში, სოფელ გამარჯვებადან 18კმ-ში დაფიქსირდა. 
მიწისქვეშა ბიძგები დაახლოებით 22 საათსა და 25 წუთზე დაფიქსირდა და რამდენიმე წამის განმავლობაში გაგრძელდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია. ასევე, მიწისძვრასთან დაკავშირებით დახმარებისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთვის არავის მიუმართავს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი