საპროტესტო აქცია ცხმორისში

16 აგვისტო 2016, 00:00 3477 ნახვა

პროტესტის მიუხედავად ქედაში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების სოფლებში გაყვანა დაიწყო. დღეს ფაქტი ცხმორისის მოსახლეობამ გააპროტესტა. ადგილობრივების მტკიცებით, უკვე გაიჩეხა 70-მდე მუხის და ხურმის ხე. მოსახლეობა შიშობს, რომ სოფელში მეწყრული პროცესები გააქტიურდება. აქციის მონაწილეები კომპანიისგან ხაზების სხვა ადგილას გადატანას ან კომპენსაციას მოითხოვენ. სახელმწიფო ელექტროსისტემის პროექტების ნებართვებისა და ქონების მართვის დეპარტამენის უფროსი, ადგილობრივების პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებს. ლევან ლომინაძის ინფორმაციით, ადგილობრივები კომპენსაციას, ზარალის მიხედვით, მიიღებენ. შუახევის, ქედის და ბათუმის მოსახლეობის კომპენსირებისათვის 22 მილიონი ლარი დაიხარჯება. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი