ირანის პარლამენტსა და აიათოლა ჰომეინის მავზოლეუმზე თავდამსხმელი ორი პირი ირანის პოლიციამ დააკავა

06 ივნისი 2017, 20:00 870 ნახვა

ირანის პარლამენტსა და აიათოლა ჰომეინის მავზოლეუმზე თავდამსხმელი ორი პირი ირანის პოლიციამ დააკავა. ინციდენტის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. გარდაცვლილია ასევე კიდევ ერთი თავდამსხმელი, რომელმაც მავზოლეუმის ტერიტორიაზე თავი აიფეთქა. დღეს დილით ირანის პარლამენტში 4 შეიარაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. პარალელურად მავზოლეუმი შაფეტქებისა და სროლის ხმა გაისმა, სადაც სამი ადაიანი შეიჭრა. მათგან ორმა ვიზიტორებს ცეცხლი გაუხსნა, ერთმა თავდამსხმელმა კი  მიმდებარე ტერიტორიაზე თავი აიფეთქა. თეირანში განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი