ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეები ბორის სილევიჩი და კერსტინ ლუნდგრენი საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებენ - ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
თანათავმჯდომარეები მუხტარლის სავარაუდო გატაცებისა და აზერბაიჯანის საზღვარზე "უკანონო გადაყვანის" გამო აღშფოთებას გამოთქვამენ. განცხადებაში წერია, რომ თანათავმჯდომარეები მიმდინარე საქმეს თვალყურს ადევნებენ.