კახა ბუხრაძე აჭარის პოლიციას აღარ უხელმძღვანელებს, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყებაში ამბობენ, რომ საქართევლოს მასშტაბით მიმდინარეობს კადრების როტაცია, რის შედეგადაც, საპატრულო პოლიციის აჭარის სამმართველოს უფროსი კახა ბუხრაძე გადაიყვანეს საპატრულო პოლიციის დეპარატემნტის ქვემო ქართლის უფროსად.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, კახა ბუხრაძეს აჭარაში ლევან მაისურაძე შეცვლის. ამ ინფორმაციას, შსს-ში ამ დროისთვის არ ადასტურებენ.