ლონდონში დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ქართველები არ არიან

03 ივნისი 2017, 20:00 907 ნახვა

ლონდონში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში ცხელი ხაზი მოქმედებს, რომლის ნომერია: +44 78 72 06 48 30  ასევე 24-საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე ბრიტანული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.  ქალაქის პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ “ლონდონ ბრიჯსა” და “ბოროუ” მარკეტის ტერიტრიაზე გადაადგილებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, ლონდონში მომხდარ თავდასხმას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, ათეულობით კი დაშავდა. ლონდონის ხიდთან 3 მაისს, მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, დანით შეიარაღებული სამი პირი „ბორო მარკეტის“ ტერიტორიაზე მოქალაქეებს თავს დაესხა. სამივე მათგანი ლიკვიდირებულია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი