მეწყერი შუახევში

31 მაისი 2017, 20:00 956 ნახვა

შუბნის თემში მეწყრული პროცესები გუშინ გვიან ღამით ისევ გააქტიურდა. ცენტრალურ გზაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა ჩაკეტა საავტომობილო გზა. გამგებლის ინფორმაციით ტექნიკა დილიდან მუშაობს. მეოთხე დღეა 10 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი სოფელ კობალთაში. აქ გაწმენდითი სამუშაოების წარმოება მეწყრული პროცესების შეჩერებამდე მიზანშეწონილი არაა.

ადგილობრივები საცალფეხო ბილიკით სარგებლობენ. ხოლო ერდვათში მცხოვრები ორი ოჯახი უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი. სასწავლო პროცესი არ განახლებულა კობალთის დაწყებით სკოლაში. მოსწავლეები შუბნის საჯარო სკოლაში სწავლობენ.ტერიტორია უკვე შეისწავლეს გეოლოგებმა, მათი ინფორმაციით საცხოვრებელ სახლებს საფრთხე არ ემუქრებათ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი