შუახევში წუმპოს მთა ჩამოიშალა, საფრთეშია 20-მდე ოჯახი

28 მაისი 2017, 20:00 822 ნახვა

დილიდან გარესამყაროსაა მოწყვეტილი შუახევში სოფელ კობალთაში მცხოვრები 20 - მდე ოჯახი. ადგილობრივების ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლებიდან 30 მეტრში, დილით ცხრა საათზე, წუმპოს მთა ჩამოიშალა, რის გამოც სოფელს საფრთხე ემუქრება.

დაშავებულები არ არიან. 

მათივე ინფორმაციით, 10 დღის წინ, ეს ტერიტორია ​გეოლოგებმა შეისწავლეს. მათი დასკვნის საფუძველზე  კი დადგინდა, რომ ტერიტორია ცხოვრებისთვის საფრთხის შემცველია. მოსახლეობის ინფორმაციით აღნიშნულ ტერიტორიაზე მცირე მეწყრული კერები გასულ წლებშიც განვითარდა.

ამავე კატეგორიაში