''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხელვაჩაურის თვითმმართველობას, 4 წლის წინ დადებულ პირობას ახსენებს. მიშა ბოლქვაძის თქმით, თხილნარში, ომბოლოს დასახლებაში, მმართველ გუნდს დაპირების თანახმად მინის სტადიონი უნდა აეშენებინა. საკრებულოს წევრი, აცხადებს, რომ დღემდე სპორტული მოედნისთვის განკუთვნილი სამშენებლო მასალები, ღია ცის ქვეშაა დატოვებული.
ოპოზიციონერი დეპუტატი რეაგირებისთვის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერს, მერაბ კარანაძეს მიმართავს, რომელიც ამავე დროს, აღნიშნული მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატია. კარანაძე აცხადებს, რომ მოსახლეობის მოთხოვნას გაითვალისწინებს და პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტს, ბიუჯეტის კორექტირების დროს რეკომენდაციით მიმართავს.