დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდან დაიწყო ქედაში. ჩატარდა მარათონი გარბენში, რომელშიც სხვადასხვა სოფლიდან მოხალისე ახალგაზრდები მონაწილეობდენ. გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს. სპორტული ღობისძიებები კალათბურთის მატჩითა და ბირთვის ტყორცნით გაგრძელდება.
დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, თემებზე „დამოუკიდებელი საქართველო" და „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ" ხატვის კონკურსი გაიმართება. ორ საათში ქედის კულტურის სახლში, კონცერტი გაიმართება, რომელშიც ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.