დღეს დილით, მახინჯაურში, საცხოვრებელ სახლში, ორი გარდაცვლილი მამაკაცის იპოვეს. ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს. ელოდებიან ექსპერტ-კრიმინალისტებსაც.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, გარდაცვლილი შუახნის მამაკაცები ადგილობრივები არ არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ ემჩნევათ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.