ამ წუთებში ადგილობრივ ფერმერებთან და სოფლის მეურნეობის საკითხებით დაინტერესებულ პირებთან ქობულეთში შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც დამსწრეებს ფერმერული მეურნეობის და აგროსექტორის ინვესტორის სტატუსების შესახებ კონცეფციას გააცნობენ, ასევე ფერმერების საჭიროებებისა და პრობლემების გამოვლენაზე იმუშავებენ. შეხვედრა საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირისა და ფერმერ ქალთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება, რომლის მიზანიც ფერმერულ მეურნეობებში მეტი ქალის ჩართულობა და მათი ეკონომიკური გაძლიერებაა.