რამდენიმე წუთში ბათუმში 20-წლამდელთა რაგბის მსოფლიო თასს შემოიტანენ. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი რაგბის სტადიონზე გაიმართება. თასის მოგზაურობა 16 აპრილს შუხუთიდან ლელო-ბურთით დაიწყო.სარაგბო სამყაროში კაცთა მსოფლიო თასის შემდეგ სიდიდით მეორე ტურნირი სტარტს თბილისსა და ქუთაისში აიღებს. თამაშები 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მსოფლიო რაგბმა საქართველოს 2016 წელს მიანიჭა. ჩემპიონატში ინგლისის, ირლანდიის, არგენტინის, სამხრეთ აფრიკის, ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, უელსის, შოტლანდიის, საფრანგეთის, საქართველოს, იტალიის, სამოას ნაკრები გუნდები მონაწილეობენ.