გუშინ, 21 საათსა და 23 წუთზე, ცენტრალური მაგისტრალის დაზიანების გამო, საინფორმაციო გამოშვება „მთავარის“ მსვლელობისას, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მაუწყებლობა შეწყდა. ხარვეზი 30 წუთში, ინტერნეტის მაგისტრალური ხაზის ტექნიკური გამართვის შემდეგ აღმოიფხვრა და მაუწყებლობა განახლდა.