ბათუმის 26-ე სკოლის ინკლუზიური ჯგუფის მოსწავლეებმა თოჯინების თეატრის სპექტაკლში ითამაშეს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 20-მა მოზარდმა რეჟისორ ნიკა ტუღუშის “წუნასა და წრუწუნაში” სხვადასხვა როლი მოირგო. ღონისძიების მიზანი, როგორც რეჟისორი ამბობს, შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრირებაა. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი ტიპის აქტივობები სისტემატიურად ჩატარდება.