ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს ქვეყანაში ''გასაიდუმლოებულად''აღნიშნავენ

16 მაისი 2017, 20:00 877 ნახვა

ნუ დადგები ძალადობის მხარეს! - ამ ლოზუნგით 12 არასამთავრობო ორგანიზაცია და ლგბტ თემი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს გასაიდუმლოებულად აღნიშნავს. საზოგადოების ნაწილის მხრიდან მოსალოდნელი აგრესიის გამო, ლგბტ ორგანიზაციებმა და მისმა მხარდამჭერებმა გადაწყვიტეს აქციის დრო და საათი წინასწარ არ გაასაჯაროონ

ძალადობის დაგმობისა და სოლიდარობის გამოხატვის დღე ლგბტი ადამიანების მიმართ პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ  ჩატარდება. 

"სახელმწიფოს არასეკულარული პოლიტიკის გამო და რადიკალურად განწყობილი სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან მომდინარე საფრთხის გამო, ლგბტი აქტივისტებსა და მათ მხარდამჭერებს ისევ დროსა და სივრცეში შეზღუდულ, აქციის წინასწარი დაანონსების გარეშე, პოლიციის მკაცრი კონტროლის პირობებში, გვიწევს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა" - ნათქვამია განცხადებაში.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ლგბტი თემის ყოველ მესამე წევრს აქვს ფიზიკური ძალადობის გამოცდილება, ათიდან 9 კი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია.  გახშირდა თავდასხმის ფაქტები ტრანსგენდერ ქალებზე, რომელთაგან 2 მკვლელობით დასრულდა. ჰომოფობიისა და ტრანსფობიის მაღალი დონის გამო, ამ დანაშაულთა უმეტესობა შეუმჩნეველი რჩება, ნათქვამია ორგანიზაციების ერთობლივ პრესს რელიზში.

ორგანიზაციების მიერ დღეს გამართული აქციის  მიზანი საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომელსაც საქართველოში მცხოვრები ლესბოსელი, გეი ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანები აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი