ლეგენდარულ როკ-ჯგუფ "Aerosmith" ბათუმი უმასპინძლებს, "ბლექ სი არენაზე" ლეგენადრული ჯგუფი "Aerosmith"-ის 20 მაისს იმღერებს, მანამდე კი როკ-ჯგუფს ბათუმი უმასპინძლებს. როდის ჩამოფრინდებიან ჯგუფის წევრები ბათუმში ან რომელ სასტუმროში დაიდებენ ბინას მკაცრად გასაიდუმლოებულია. ცნობილია ის, რომ "Aerosmith"-ი ჯგუფის წევრები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩარტერული რეისით ჩამოვა.
„აეროსმიტი“ 20 მაისს „ბლექ სი არენას“ ახალ საკონცერტო სეზონს გახსნის. "ბლექს სი არენას" დირექტორი ანა კავლელიშვილი ამბობს, რომ როკ-ჯგუფს თან ახლავს 50 მდე ადამიანი, რომლებიც ბათუმში ჩამოფრენას ხვალიდან დაიწყებენ, თუმცა სხვა ყველა ინფორმაცია კონფიდენციალურია.
ლეგენდარული ამერიკული როკ-ჯგუფი საქართველოში კონცერტი კი შეკვეთილში „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება. 10 000 ბილეთი, რამდენიმე თვით ადრე, რამდენიმე საათში გაიყიდა. როგორც ცნობილია, ბილეთების დიდი ნაწილი იყიდეს საქართევლოს საზღვრებს გარეთაც.
საქართველოში ჩამოფრენამდე "Aerosmith"-ი კონცერტი ისრაელში გამართავს, საქართველოდან კი ტურნეს რუსეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში გააგრძელებს.