სოციალური სახლი

15 მაისი 2017, 20:00 707 ნახვა

ხულოში, ვაშლოვანის სოციალურ სახლში ფართების მიღებისთვის ბენეფიციართა შერჩევის პირველი ეტაპი დასრულდა. სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახთან შემსწავლელმა კომისიამ პირველ ეტაპზე 30-ი ოჯახი შეარჩია. ხულოს გამგეობას ბინებით დაკმაყოფილებისათვის სულ 88 ოჯახმა მიმართა, აქედან 72 ბენეფიციარის დაკმაყოფილება მოხდება. ხულოს გამგებლის მოადგილის ინფორმაციით, ოჯახების შესწავლა ერთ თვეში დასრულდება. ხულოში სამი 72 ბინიან საცხოვრებელ კომპლექსის აშენებისთვის 3 მილიონ 814 464 ლარი დაიხარჯა.

ამავე კატეგორიაში