მედეა ვასაძის ბრიფინგი

16 აგვისტო 2016, 00:00 2986 ნახვა

ბიუჯეტიდან თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატი. მედეა ვასაძის თქმით, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ მიმდინარე წლის 2 მარტს პოლონეთში გასამგზავრებელი ავია ბილეთისთვის ბიუჯეტიდან ათას 145 ლარი გადაიხადა, აღნიშნული რეისით ვერ წავიდა, ახალი ბილეთისთვის კი3 ათას 320 ლარი დაიხარჯა. დეპუტატი ასევე საუბრობს ჯემალ ფუტკარაძის სამივლინებო ხარჯებზე. მისი განცხადებით, 14 მაისს ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარემ სტამბული - ბათუმის ავია-ბილეთი სტამბული - თბილისის რესიზე გადაცვალა, რაზეც ვასაძის განმარტებით, ასევე დამატებითი თანხა დაიხარჯა. ვასაძე აღნიშნულ ფაქტებზე საჯარო განმარტებებს ითხოვს და აღნიშნავს, რომ ბოლო 2 წელია ავთანდილ  ბერიძე მას მივლინებეზე უარს ეუბნება, მიზეზად კი ფინანსების ამოწურვას ასახელებს.

უმაღლესი საბჭოს თავმჯოდმარის და ჯემალ ფუტკარაძის პოზიციებს მომდევნო გამოშვებაში შემოგთავაზებთ

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი