უკვე მეორე დღეა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოსა და უკრაინას შორის 25- წლიანი ურთიერთობებისადმი მიძღვნილი კონფერენცია მიმდინარეობს.
კონფერენციის ფარგლებში დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტსა და უკრაინის თავისუფალ აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
შეთანხმება სასწავლო დაწესბულებებს შორის კონფერენციებს, გაცვლით პროგრამებსა და სხვადასხვა სახის აქტივობას ითვალისწინებს. შეხვედრაზე უკრაინიდან, პოლონეთიდან და რუმინეთიდან მოწვეული სტუმრები ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებზე მსჯელობენ და მოხსენებბს სხვადასხვა აქტუალურ თემაზე კითხულობენმ. კონფერენცია დღეს დასრულდება.