გათავისუფლებული დირექტორის აღდგენას ითხოვენ

08 მაისი 2017, 20:00 821 ნახვა

შუახევის კულტურის ცენტრის თანამშრომლები გათავისუფლებული დირექტორის, ვახტანგ ბერიძის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვენ. ისინი მუნიციპალიტეტის გამგეობას დროულ რეაგირებას სთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში,  მათივე ინფორმაციით, კულტურის ცენტრში არსებული ფოლკლორული განყოფილება, მასში შემავალი ანსამბლები და ხელმძღვანელები საქმიანობას შეწყვეტენ. ფოლკლორის განყოფილების ხელმძღვანელის მტკიცებით, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება,   რამდენიმე დაგეგმილი ღონისძიება აღარ შედგება, ასევე ჩაიშლება ანსამბლების ,,შუახევის“ა და ,,ფესვების“ გასტროლი პოლონეთში. ლოლა სურმანიძე ამბობს,  რომ მოთხოვნები 70 თანამშრომლის ხელმოწერით გამგეობას გადაეგზავნა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი