ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს ქობულეთში

08 მაისი 2017, 20:00 921 ნახვა

ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს ქობულეთში. მოსახლეობამ  დაბა ოჩხამურში შინმოუსვლელთა მემორიალი და ქობულეთში ძმათა სასაფლაო ყვავილებით ოფიციალურ პირებთან ერთად შეამკო. ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან ომში 6 000 ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის - 240 ქალი. ომმა 1418 ქობულეთელი მებრძოლი შეიწირა. გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ „ომის მონაწილეებზე და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე დახმარების პროგრამიდან“ 3100 ლარი გამოიყო. მეორე მსოფლიო ომის 5 ვეტერანს 500-500 ლარი,  დაღუპულთა ოჯახის წევრებს კი 200-200 ლარი გადაეცათ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი