პირველკლასელთა რეგისტრაცია

05 მაისი 2017, 20:00 771 ნახვა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის II ეტაპი 8 მაისს, დილის 9 საათზე დაიწყება. ელექტრონული რეგისტრაცია 2017 წლის 8 მაისიდან - 1 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 2017 წლის 2 ივნისიდან - 15 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.

ამავე კატეგორიაში